დღეს დავასრულეთ ტრენინგის კურსი სახელწოდებით " პროექტებით სწავლება". წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები, ტრენერმა შეგვიმოწმა და მოგვცა მითითებები, რასაც გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში. ამ მეთოდის გამოყენებით მუშაობა საინტერესო და შრომატევადია. დავნერგავ აგნიშნულ მეთოდს ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.ტრენინგის განმავლობაში დავხვეწე და შევისწავლე ბევრი ახალი უნარ-ჩვევები. ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის დამსახურებაა.
მადლობა გიორგი არავიაშვილს გაწეული მუშაობისათვის!!!
Tuesday, April 7, 2015
Monday, April 6, 2015
მერვე დღე
დღეს მეტად დატვირთული დღე იყო.შევამოწმეთ საშინაო დავალება.ვიმუშავეთ შეფასების ფორმებზე, განვიხილეთ gool-ფორმები, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ გამოკითხვა, კვლევა, ტესტირება.ვისწავლეთ ტესტების შედგენა, დიზაინის შექმნა. ვისწავლეთ რუბრიკაზე მუშაობა, ასევე excel-ში მუშაობა ვისწავლეთ.მივიღეთ დავალება: ვნახოთ ვიდეო გაკვეთილი, დრაივზე გადავიტანოთ ყველა მასალა პორტფოლიოში გადავიტანოთ.შევქმნათ გამოკითხვის ტესტები.
Subscribe to:
Posts (Atom)