Tuesday, March 31, 2015

მეშვიდე დღე

დღეს დატვირთული მეცადინეობა  გვქონდა. განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშის  პრეზენტაცია. მოვისმინეთ  პედაგოგების მიერ წარდგენილ პრეზენტაციებს.ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოს  გადატვირთვა ბლოგზე.  შევედით დრაივ პროგრამაში, შემდეგ ბლოგზე და შევქმენით ახალი გვერდი.  ვისწავლეთ პორტფოლიოში  ახალი Pages  გახსნა.ასევე  შევისწავლეთ  შეფასების ხუთი სტრატეგია, განვიხილეთ  ყველა სტრატეგიის მნიშვნელობა.ვისწავლეთ დრაივზე  ბლოგზე მიბმა.სახელმძღვანელოში  განვიხილეთ 1 მოდულის დამატებითი რესურსები, პორტფოლიოს ჩექლისტი. მივიღეთ დავალება სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანოთ პროცედურები, შეფასების მეთოდები. დავასრულოთ მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია.

Monday, March 30, 2015

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო იყო იმით, რომ ბევრი  რამ   შევისწავლე. პირველ რიგში მოვისმინეთ და განვიხილეთ პედაგოგის პრეზენტაცია.კარგად წარმოადგინეს
 პედაგოგებმა  თავიანთი პრეზენტაციები. შემდეგ  განვიხილეთ მოსწავლის ჩექლისტი და  შევადგინეთ  ახალი, რომელიც  წარმოვადგინეთ.ტრენერმა  გვასწავლა ახალი   დრაივ დისკის მუშაობა. დრაივზე შევქმენით ჩვენი პორტფოლიო.აქ განვათავსეთ  ფაილები.მივიღეთ დავალება: მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა, პროცედურების დასრულება.

Thursday, March 26, 2015

დღე მეხუთე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა.განვიხილეთ შესწავლილი მასალა, გავეცანით ბლოგის ინსტრუმენნტებს.ვისაუბრეთკომენტარების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ ბუკლეტები.ასევე ვისაუბრეთ მესამე მოდულის კავშირებზე, სადაც საუბარი იყო საავტორო უფლებებზე.ბოლოს გავეცანით მეორე მოდულის მეხუთე აქტივობას და პედაგოგის  პრეზენტაციის მომზადებას, ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში, შევქმენით ახალი გვერდები.ასევე განვიხილეთ გეგმა და მივიღეთ დავალება.

დღე მეოთხე

ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე, ვისწავლეთ რეფლექსიის წერა. გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას,სადაც განხილული იყო შეფასების სტრატეგიები. მივიღეთ დავალება მეორე მოდულის- მესამე და მეოთხე აქტივობების გაცნობა.ასევე პროექტის გეგმაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანა.

Monday, March 23, 2015

დღე მესამე



ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე.განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.საინტერესო იყო ერთმანეთის მოსაზრების მოსმენა.

ზოგადი კითხვა:
რატომ არის ტურისტებისთვის მიმზიდველი თბილისი?
რა ინფორმაციას მიაწვდის ჩვენ მომავალ  თაობას ისტორიული ძეგლები?

თემატური კითხვები:
რას შეიძლება უწოდოთ ძეგლი?
რა ითვლება ისტორიულ ძეგლად?
თუ იცით , რომელი ისტორიული ძეგლებია თბილისში?

შინაარსობრივი კითხვები:
რომელი ტაძრებია უძველესი?
რომელი ისტორიული ძეგლები აიგო ყველაზე ადრე?
როგორ ფიქრობთ რა მნიშვნელობა აქვს ისტორიულ ძეგლებს  თანამედროვე ცხოვრებაში?
რა ტიპის ისტორიული ძეგლები არსებობს თბილისში?

Friday, March 20, 2015

დღე მეორე


ეს დღეც საინტერესო იყო. ვისწავლეთ ახალი ელექტრონული ფოსტის შექმნა. წარმოვადგინეთ პროექტის თემები. ვიმუშავეთ შაბლონში. გეგმაში შევიტანეთ საგნის ძირითადი სტანდარტები.

Tuesday, March 17, 2015

დღე პირველი

დღე პირველი

გავიცანით ჩვენი ტრენერი გიორგი არავიაშვილი.გაგვაცნო პროგრამა "პროექტებით სწავლება." საინტერესოდ წარმოგვიდგინა" პროექტებით სწავლების"  მნიშვნელობაზე.შემდეგ  გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს, სადაც
წარმოდგენილი იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. წავიკითხეთ პირველი მოდულის 2და 3 აქტივობა.































































რეც