დღეს დავასრულეთ ტრენინგის კურსი სახელწოდებით " პროექტებით სწავლება". წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები, ტრენერმა შეგვიმოწმა და მოგვცა მითითებები, რასაც გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში. ამ მეთოდის გამოყენებით მუშაობა საინტერესო და შრომატევადია. დავნერგავ აგნიშნულ მეთოდს ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.ტრენინგის განმავლობაში დავხვეწე და შევისწავლე ბევრი ახალი უნარ-ჩვევები. ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის დამსახურებაა.
მადლობა გიორგი არავიაშვილს გაწეული მუშაობისათვის!!!
Tuesday, April 7, 2015
Monday, April 6, 2015
მერვე დღე
დღეს მეტად დატვირთული დღე იყო.შევამოწმეთ საშინაო დავალება.ვიმუშავეთ შეფასების ფორმებზე, განვიხილეთ gool-ფორმები, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ გამოკითხვა, კვლევა, ტესტირება.ვისწავლეთ ტესტების შედგენა, დიზაინის შექმნა. ვისწავლეთ რუბრიკაზე მუშაობა, ასევე excel-ში მუშაობა ვისწავლეთ.მივიღეთ დავალება: ვნახოთ ვიდეო გაკვეთილი, დრაივზე გადავიტანოთ ყველა მასალა პორტფოლიოში გადავიტანოთ.შევქმნათ გამოკითხვის ტესტები.
Tuesday, March 31, 2015
მეშვიდე დღე
დღეს დატვირთული მეცადინეობა გვქონდა. განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია. მოვისმინეთ პედაგოგების მიერ წარდგენილ პრეზენტაციებს.ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოს გადატვირთვა ბლოგზე. შევედით დრაივ პროგრამაში, შემდეგ ბლოგზე და შევქმენით ახალი გვერდი. ვისწავლეთ პორტფოლიოში ახალი Pages გახსნა.ასევე შევისწავლეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, განვიხილეთ ყველა სტრატეგიის მნიშვნელობა.ვისწავლეთ დრაივზე ბლოგზე მიბმა.სახელმძღვანელოში განვიხილეთ 1 მოდულის დამატებითი რესურსები, პორტფოლიოს ჩექლისტი. მივიღეთ დავალება სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანოთ პროცედურები, შეფასების მეთოდები. დავასრულოთ მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია.
Monday, March 30, 2015
მეექვსე დღე
დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო იყო იმით, რომ ბევრი რამ შევისწავლე. პირველ რიგში მოვისმინეთ და განვიხილეთ პედაგოგის პრეზენტაცია.კარგად წარმოადგინეს
პედაგოგებმა თავიანთი პრეზენტაციები. შემდეგ განვიხილეთ მოსწავლის ჩექლისტი და შევადგინეთ ახალი, რომელიც წარმოვადგინეთ.ტრენერმა გვასწავლა ახალი დრაივ დისკის მუშაობა. დრაივზე შევქმენით ჩვენი პორტფოლიო.აქ განვათავსეთ ფაილები.მივიღეთ დავალება: მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა, პროცედურების დასრულება.
პედაგოგებმა თავიანთი პრეზენტაციები. შემდეგ განვიხილეთ მოსწავლის ჩექლისტი და შევადგინეთ ახალი, რომელიც წარმოვადგინეთ.ტრენერმა გვასწავლა ახალი დრაივ დისკის მუშაობა. დრაივზე შევქმენით ჩვენი პორტფოლიო.აქ განვათავსეთ ფაილები.მივიღეთ დავალება: მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა, პროცედურების დასრულება.
Thursday, March 26, 2015
დღე მეხუთე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა.განვიხილეთ შესწავლილი მასალა, გავეცანით ბლოგის ინსტრუმენნტებს.ვისაუბრეთკომენტარების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ ბუკლეტები.ასევე ვისაუბრეთ მესამე მოდულის კავშირებზე, სადაც საუბარი იყო საავტორო უფლებებზე.ბოლოს გავეცანით მეორე მოდულის მეხუთე აქტივობას და პედაგოგის პრეზენტაციის მომზადებას, ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში, შევქმენით ახალი გვერდები.ასევე განვიხილეთ გეგმა და მივიღეთ დავალება.
დღე მეოთხე
ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე, ვისწავლეთ რეფლექსიის წერა. გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას,სადაც განხილული იყო შეფასების სტრატეგიები. მივიღეთ დავალება მეორე მოდულის- მესამე და მეოთხე აქტივობების გაცნობა.ასევე პროექტის გეგმაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანა.
Tuesday, March 24, 2015
Monday, March 23, 2015
დღე მესამე
ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე.განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.საინტერესო იყო ერთმანეთის მოსაზრების მოსმენა.
ზოგადი კითხვა:
რატომ არის ტურისტებისთვის მიმზიდველი თბილისი?
რა ინფორმაციას მიაწვდის ჩვენ მომავალ თაობას ისტორიული ძეგლები?
თემატური კითხვები:
რას შეიძლება უწოდოთ ძეგლი?
რა ითვლება ისტორიულ ძეგლად?
თუ იცით , რომელი ისტორიული ძეგლებია თბილისში?
შინაარსობრივი კითხვები:
რომელი ტაძრებია უძველესი?
რომელი ისტორიული ძეგლები აიგო ყველაზე ადრე?
როგორ ფიქრობთ რა მნიშვნელობა აქვს ისტორიულ ძეგლებს თანამედროვე ცხოვრებაში?
რა ტიპის ისტორიული ძეგლები არსებობს თბილისში?
Friday, March 20, 2015
დღე მეორე
ეს დღეც საინტერესო იყო. ვისწავლეთ ახალი ელექტრონული ფოსტის შექმნა. წარმოვადგინეთ პროექტის თემები. ვიმუშავეთ შაბლონში. გეგმაში შევიტანეთ საგნის ძირითადი სტანდარტები.
Tuesday, March 17, 2015
დღე პირველი
დღე პირველი
გავიცანით ჩვენი ტრენერი გიორგი არავიაშვილი.გაგვაცნო პროგრამა "პროექტებით სწავლება." საინტერესოდ წარმოგვიდგინა" პროექტებით სწავლების" მნიშვნელობაზე.შემდეგ გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს, სადაც
წარმოდგენილი იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. წავიკითხეთ პირველი მოდულის 2და 3 აქტივობა.
რეც
გავიცანით ჩვენი ტრენერი გიორგი არავიაშვილი.გაგვაცნო პროგრამა "პროექტებით სწავლება." საინტერესოდ წარმოგვიდგინა" პროექტებით სწავლების" მნიშვნელობაზე.შემდეგ გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს, სადაც
წარმოდგენილი იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. წავიკითხეთ პირველი მოდულის 2და 3 აქტივობა.
რეც
Subscribe to:
Posts (Atom)