Tuesday, April 7, 2015

მეცხრე დღე

დღეს  დავასრულეთ ტრენინგის კურსი  სახელწოდებით " პროექტებით სწავლება".   წარმოვადგინეთ ჩვენი  პრეზენტაციები, ტრენერმა შეგვიმოწმა და მოგვცა  მითითებები, რასაც გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში.  ამ მეთოდის  გამოყენებით მუშაობა  საინტერესო და შრომატევადია. დავნერგავ  აგნიშნულ მეთოდს ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.ტრენინგის განმავლობაში  დავხვეწე და შევისწავლე ბევრი ახალი უნარ-ჩვევები. ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის დამსახურებაა.
 მადლობა  გიორგი არავიაშვილს გაწეული მუშაობისათვის!!!

Monday, April 6, 2015

მერვე დღე

დღეს მეტად დატვირთული დღე  იყო.შევამოწმეთ საშინაო დავალება.ვიმუშავეთ შეფასების ფორმებზე, განვიხილეთ gool-ფორმები, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ გამოკითხვა, კვლევა, ტესტირება.ვისწავლეთ ტესტების შედგენა, დიზაინის შექმნა. ვისწავლეთ რუბრიკაზე მუშაობა, ასევე excel-ში მუშაობა ვისწავლეთ.მივიღეთ დავალება: ვნახოთ ვიდეო გაკვეთილი, დრაივზე გადავიტანოთ ყველა მასალა პორტფოლიოში გადავიტანოთ.შევქმნათ გამოკითხვის ტესტები.

Tuesday, March 31, 2015

მეშვიდე დღე

დღეს დატვირთული მეცადინეობა  გვქონდა. განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშის  პრეზენტაცია. მოვისმინეთ  პედაგოგების მიერ წარდგენილ პრეზენტაციებს.ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოს  გადატვირთვა ბლოგზე.  შევედით დრაივ პროგრამაში, შემდეგ ბლოგზე და შევქმენით ახალი გვერდი.  ვისწავლეთ პორტფოლიოში  ახალი Pages  გახსნა.ასევე  შევისწავლეთ  შეფასების ხუთი სტრატეგია, განვიხილეთ  ყველა სტრატეგიის მნიშვნელობა.ვისწავლეთ დრაივზე  ბლოგზე მიბმა.სახელმძღვანელოში  განვიხილეთ 1 მოდულის დამატებითი რესურსები, პორტფოლიოს ჩექლისტი. მივიღეთ დავალება სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანოთ პროცედურები, შეფასების მეთოდები. დავასრულოთ მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია.

Monday, March 30, 2015

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო იყო იმით, რომ ბევრი  რამ   შევისწავლე. პირველ რიგში მოვისმინეთ და განვიხილეთ პედაგოგის პრეზენტაცია.კარგად წარმოადგინეს
 პედაგოგებმა  თავიანთი პრეზენტაციები. შემდეგ  განვიხილეთ მოსწავლის ჩექლისტი და  შევადგინეთ  ახალი, რომელიც  წარმოვადგინეთ.ტრენერმა  გვასწავლა ახალი   დრაივ დისკის მუშაობა. დრაივზე შევქმენით ჩვენი პორტფოლიო.აქ განვათავსეთ  ფაილები.მივიღეთ დავალება: მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა, პროცედურების დასრულება.

Thursday, March 26, 2015

დღე მეხუთე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა.განვიხილეთ შესწავლილი მასალა, გავეცანით ბლოგის ინსტრუმენნტებს.ვისაუბრეთკომენტარების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ ბუკლეტები.ასევე ვისაუბრეთ მესამე მოდულის კავშირებზე, სადაც საუბარი იყო საავტორო უფლებებზე.ბოლოს გავეცანით მეორე მოდულის მეხუთე აქტივობას და პედაგოგის  პრეზენტაციის მომზადებას, ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში, შევქმენით ახალი გვერდები.ასევე განვიხილეთ გეგმა და მივიღეთ დავალება.

დღე მეოთხე

ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე, ვისწავლეთ რეფლექსიის წერა. გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას,სადაც განხილული იყო შეფასების სტრატეგიები. მივიღეთ დავალება მეორე მოდულის- მესამე და მეოთხე აქტივობების გაცნობა.ასევე პროექტის გეგმაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანა.